შვეიცარია
მოქმედი ნივთიერება: დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 0.25 ლ
სკორი წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს ვაშლის ქეცის, კურკოვნებისა და ციტრუსოვანი კულტურების ძირითადი დაავადებების წინააღმდეგ
გამოყენების რეკომენდაცია:
ვაშლი - პროფილაქტიკური დამუშავების პროგრამა 7-10 დღიანი შუალედებით; ვარდისფერი კონუსის ფაზიდან 10 მმ-ის ზომის ნაყოფების ფაზამდე. დასაშვებია დამუშავება ყვავილობის პერიოდში.
ატამი, გარგარი, ალუბალი, ბალი - ვეგეტაციის პერიოდში ტარდება ორი შესხურება; პირველი - ვარდისფერი კონუსის ფაზაში, მეორე - ყვავილობის შემდეგ
ციტრუსი - ვეგეტაციის პერიოდში ტარდება ორი-სამი შესხურება, ქეცის ძლიერი განვითარების კერებში: სკორი 0.5-0.6 ლ/ჰა + კონტაქტური ფუნგიციდი „დითანი“
სკორის თვისებები:
| კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
|---|---|---|---|---|
| ვაშლი | ქეცი, ნაცარი | 0.2-0.3 | 800-1000 | 20 (4) |
| მსხალი | ალტერნარიოზი | 0.3 | 800-1000 | 14 (4) |
| ატამი | ფოთლის სიხუჭუჭე | 0.3 | 800-1000 | 14 (2) |
| გარგარი | კლასტეროსპოროზი, ქეცი | 0.2-0.3 | 800-1000 | 14 (2) |
| ალუბალი, ბალი | კოკომიკოზი | 0.2 | 1000 | 14 (2) |
| ციტრუსი | ქეცი, ალტერნარიოზი | 0.5-0.6 | 1000-1500 | 20 (3) |