აგროვაითი AGROWHITE
მოქმედი ნივთიერება:
კალციუმი CaO 33.0 %
მაგნიუმი MgO 0.30 %
პრეპარატული ფორმა: თხევადი
მწარმოებელი: ესპანეთი
შეფუთვა: 20 ლტ
- აგროვაითი წარმოადგენს თხევად ხსნარს, რომელიც მდიდარია მაგნიუმით და კალციუმით. პრეპარატი ნაყოფის ზედაპირის ტემპერატურას 6 გრადუსით ამცირებს და იცავს მცენარეს მზის საზიანო ულტრაიისფერი სხივების დამწვრობისგან
ეფექტი და უპირატესობები
- პროდუქტში არსებული კალციუმი იცავს მცენარეს და მკვეთრად ამცირებს ფოთლიდან წყლის აორთქლებას, რაც ხელს უშლის ფოთლის გამოშრობას, მტვრევადობას, დამწვრობას, გულის სიდამპლეს და სიშავეს.
- აგროვაითს გააჩნია ფუნგიციდური ეფექტი, რაც აფერხებს სოკოს და მისი სპორების გამრავლებას.
- პროდუქტში შემავალი კალციუმის ოქსიდი დანამატებთან ერთად ხელს უწყობს მის 100 % იან შეთვისებას.
- აგროვაითში არსებული მიმწებებელი უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მდგრადობას წვიმისა და მორწყვისადმი, არანაკლებ 14-21 დღისა.
- პროდუქტის უნიკალურობა გამოხატულია იმაშიც, რომ ის მცენარეზე ქმნის დამცავ აპკს, რომელიც ხელს უშლის მწერების და ტკიპების მიზიდვას, კაოლინიტებისგან განსხვავებით.
აგროვაითის უნიკალურობა მდგომარეობს არა მარტო მის ხარისხსა და ეფექტურობაში, არამედ დაბალ საჰექტრო ხარჯვის ნორმასა და ხანგრძლივი მოქმედების უნარში.