მოქმედი ნივთიერება: ტრიასულფურონი 750 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
მწარმოებელი : Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 0.15 კგ
ლოგრანი - არის მაღალეფექტური სელექციური მოქმედების ჰერბიციდი, ფართეფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ თავთავიანი მარცვლოვანი კულტურებისათვის. მაღალეფექტურია ერთწლოვანი და რიგი მრავალწლოვანი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ, მათ შორის 2,4 დ–ს მიმართ გამძლე სარეველები. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არ ახდენს უარყოფით გავლენას ბარტყობაზე, ღეროს ზრდაზე, თავთავის სიგრძესა და მარცვლების წარმოქმნაზე. ლოგრანი არის სისტემური მოქმედების, იჭრება სარეველების ფოთლებიდან და ფესვთა სისტემიდან და აფერხებს უჯრედების დაყოფას.
უპირატესობები:
სარეველების სპექტრი:
ჯიჯილაყა, მარმუჭი, წიწმატურა, თავცეცხლა, ღორის ქადა, სასტვენა, კესანე, დანდური, ბოლოკა, მინდვრის მდოგვი, ჟუნჟრუკი, ქუთქუთა, გვირილა, გონგოლა, კატაბალახა, მზესუმზირა (ნაგერალა), ნაცარქათამა, ღიღილო, მატიტელა, ხარისშუბლა, ყაყაჩო, სპერგულა, ყანის ია, ამბროზია, ფუჩფუჩა, ძაღლის ქინძი, თათაბო, სამყურა, ღიჭა, ხოვერა, ჭინჭრის დედა, ბებრისკონა, ბალბა, დედოფლისთითა, რძიანა, შავთარა და სხვ.
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | გამოყენების მეთოდი, პერიოდი | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ხორბალი, ქერი, ჭვავი. შვრია | ფართეფოთლიანი სარეველები | 0.01–0.012 | შესხურება გაზაფხულზე ბარტყობის დაწყებიდან აღერებამდე, სარეველების ადრეული განვითარების სტადიაში | (1) |