მოქმედი ნივთიერება: 2,4-დ მჟავას რთული 2-ეთილ-ჰექსილის ეთერი 452,42 გ/ლ + ფლორასულამი 6,25 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: სუსპენზიური ემულსია
მწარმოებელი: საფა ტარიმი ა.ს.
შეფუთვა: 5 ლ
კორვეტი – ფართო სპექტრის, მაღალეფექტური, აღმოცენების შემდგომი, ორლებნიანი (ფართეფოთლოვანი) სარეველების წინააღმდეგ გამოსაყენებელი სისტემური ჰერბიციდია თავთავიანი კულტურებისა და სიმინდის ნათესებში
კორვეტი ორმაგი მოქმედებით ანადგურებს ყველა ერთწლოვან და მრავალწლოვან ორლებნიან სარეველა ბალახებს: მინდვრის მდოგვი, მინდვრის ნარი, ამბროზია, ნაცარქათამა, ჯიჯილაყა, ხვართქლა, ყაყაჩო, მინდვრის ღიჭა, ღიღილო, თავცეცხლა, ბოლოკა, ქუთქუთა, ჟუნჟრუკი, ყანის ჭლექი, წიწმატურა, გვირილა, გონგოლა, ცერცველა, მატიტელა, დანდური, დედოფლის თითა, ხოვერა, მინდვრის ბაია, ნემსიწვერა, ძაღლყურძენა, მზესუმზირისა და რაფსის ნაგერალა, რძიანა, ბირკა, თათაბო
თავისებურებები და ეფექტურობა:
კორვეტი მაქსიმალურ ეფექტს იძლევა აქტიურად მზარდი სარეველების წინაააღმდეგ. ხელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, ჰერბიციდი გამოყენებისთანავე იჭრება სარეველა მცენარეში და იწყებს მოქმედებას. ბლოკავს მცენარის ზრდის ჰორმონების და ამინომჟავების ბიოსინთეზს.
შესხურებიდან 2 საათის შემდეგ მოსული ნალექი ვერ ამცირებს კორვეტის ეფექტურობას. ის წარმოადგენს სისტემურ, კონტაქტურად აქტიურ, ფართესპექტრის ჰერბიციდს. არ ახდენს უარყოფით გავლენას ხორბლის, ქერის და სიმინდის შემდგომ იგივე ნაკვეთზე წარმოებულ სხვა კულტურებზე. კორვეტი ეფექტურია 2,4 დ–ს მიმართ გამძლე სარეველებზეც. ორი მოქმედი ნივთიერება არ აძლევს სარეველებს რეზისტენტობის განვითარების საშუალებას
კულტურა | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | მავნე ობიექტი | გამოყენების პერიოდი | ლოდინის პერიოდი |
---|---|---|---|---|
ხორბალი, ქერი (საშემოდგომო, საგაზაფხულო) | 0.4–0.5 | ერთწლოვანი და ზოგიერთი ორწლოვანი ორლებნიანი სარეველები | შესხურება ბარტყობის ფაზიდან, 1–2 მუხლთშორისის წარმოქმნამდე | 14 (1) |
სიმინდი | 0.5–0.8 | ერთწლოვანი და ზოგიერთი ორწლოვანი ორლებნიანი სარეველები | კულტურის 3–5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში | 14 (1) |