ჩაწერეთ საძიებო ფრაზა

  • პროდუქცია
  • აქტივობები
  • ბლოგი
ტექსტის ველი ცარიელია

ინსექტიციდები

აქტელიკი ეკ
აქტელიკი ეკ
Syngenta Syngenta შვეიცარია

აქტელიკი ეკ

მოქმედი ნივთიერება: პირიმიფოს - მეთილი 500 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (ეკ)
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 5 ლ
 

აქტელიკი არის სისტემური, ფოსფორორგანული ინსექტო-აკარიციდი ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედებით. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად მავნებლებისგან როგორც ღია, ისე დაცულ გრუნტში. აქტელიკი გამოიყენება როგორც მწუწნი, ისე მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ, მათ შორის ტკიპებზე. ფუმიგანტური თვისებების და ინერტულ ზედაპირზე მდგრადობის გამო, აქტელიკი გამოიყენება სასაწყობე შენობებისა  და შენახული მარცვლეულის დასაცავად მავნებლებისგან დასაწყობების პირობებში.


აქტელიკს ახასიათებს სამმაგი ეფექტი: კონტაქტური (პრეპარატი ხვდება მავნებლის კანის საფარველზე), ნაწლავური (მოხვდება მავნებლის ორგანიზმში საკვებთან ერთად) და ფუმიგანტური (პრეპარატის ორთქლი ხვდება მწერის სასუნთქ სისტემაში)

 

უპირატესობები:

  • სწრაფად თრგუნავს სხვადასხვა მავნებლებს, მათ შორის შენახვის პირობებშიც და ხელს უშლის მათ ხელმეორედ გამრავლებას
  • ზემოქმედების მექანიზმი განსხვავებულია პირეტროიდების ჯგუფისგან, პრეპარატი ინარჩუნებს აქტივობას + 25 0 C და უფრო მაღალ ტემპერატურაზეც
  • ინერტულ ზედაპირზე ხანგრძლივი მოქმედება, 6-8 თვემდე, რაც მნიშვნელოვანია საწყობის მავნებლებისგან და ჯამრთელობის დაცვის ობიექტების დასაცავად
  • დამუშავებული მარცვალი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათოდ და საფურაჟედ
  • შეიძლება გამოვიყენოთ ჩაუტვირთავი საწყობების, ასევე დასნებოვნებული მარცვლის დასამუშავებლად
  • ვინაიდან პრეპარატი ნებადართულია ევროპაში, დამუშავებული მარცვალი შეიძლება გავიტანოთ  საექსპორტოდ ევროკავშირის ქვეყნებში
     
კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა გამოყენების მეთოდი, პერიოდი
ჭარხალი რწყილები, ბუგრები, ცხვირგრძელები 1.0-2.0 300-400 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
კომბოსტო ჩრჩილები, ხვატარები, თეთრულები 0.5 300-400 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო 1.5 250-300 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
საწყობები მავნებლები შენახვის პირობებში 0.4-0.8 მლ / მ2 - -
მარცვალი შენახვისას მავნებლები შენახვის პირობებში 16 მლ / ტ - -
საშ.და საგ. ხორბალი, ქერი ბუგრები, თრიფსები, და სხვ. მავნებელი 1.0 250-300 მავნებლები შენახვის პირობებში
ბარდა, სტაფილო ბუგრები, სტაფილოს ბუზი, რწყილები 1.0 250-300 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი - დაცული გრუნტი ფრთათეთრა, ბუგრები, ტკიპები, მენაღმე ბუზი, თრიფსები 2.5-3 500-1000 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი - ღია გრუნტი ფრთათეთრა, ბუგრები, ტკიპები, თრიფსები 0.3-1.5 300-400 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
ჟოლო, მოცხარი ხერხიები, მზომელები, ალურები, ბუგრები, ხოჭოები 1.5 300-400 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
ვაზი ფოთლის ფილოქსერა, ყურძნის ჭია, კოქციდები 1.5-2.0 600-800 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
ვაშლი, მსხალი, ციტრუსები მავნებელთა კომპლექსი (მწუწნი და მღრღნელი) 1.7-2.0 800-1000 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

 

მსგავსი პროდუქცია

დემეტრინა 25 EC

დემეტრინა 25 EC

ჰიპნოზი წხგრ

ჰიპნოზი წხგრ

თურქეთი
შენფოსი 57%

შენფოსი 57%

თურქეთი
ტეკვანდო კაფსულა მკს

ტეკვანდო კაფსულა მკს

თურქეთი
ტრინოლ -2 მზე

ტრინოლ -2 მზე

თურქეთი
ალპაკი ეკ

ალპაკი ეკ

თურქეთი
მოსეტამი 20 წხფ

მოსეტამი 20 წხფ

თურქეთი
ტალავი 20 სფ

ტალავი 20 სფ

თურქეთი
კრალი ეკ

კრალი ეკ

თურქეთი
არვილმეკი ეკ

არვილმეკი ეკ

თურქეთი
ვერტიმეკი

ვერტიმეკი

შვეიცარია
ფორსი 1,5 გ, გრ

ფორსი 1,5 გ, გრ

შვეიცარია
კარატე ზეონი მკს

კარატე ზეონი მკს

შვეიცარია
კარატე ეკ

კარატე ეკ

შვეიცარია
პროკლეიმი 05 წხგრ

პროკლეიმი 05 წხგრ

შვეიცარია
ამპლიგო 150 მკს

ამპლიგო 150 მკს

შვეიცარია
აქტარა წდგრ

აქტარა წდგრ

შვეიცარია
598333760 579700007