მოქმედი ნივთიერება: ტებუფენპირადი 200 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (სფ)
მწარმოებელი: საფა ტარიმი ა.ს.
შეფუთვა: 0.1 კგ
ტალავი არის ინსექტო აკარიციდი, რომელიც ებრძვის სასოფლო სამეურნეო კულტურების ყველა სახეობის მავნე ტკიპებსა და ჭიჭინობელებს. იგი მოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა ფაზაზე, მათ შორის ტკიპას კვერცხებზეც.
პრეპარატი მოქმედებს შეხებით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით. შესხურებისთანავე იჭრება მცენარის წვენში და ანადგურებს იმ ტკიპასაც, რომელიც წამლობისას არ იმყოფებოდა კონტაქტში. მას გააჩნია შერჩევითი მოქმედების უნარი. არ ვნებს ფუტკრებს და მტაცებელ სასარგებლო ტკიპებს
უპირატესობები:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაზი | ვაზის ტკიპა, აბლაბუდიანი ტკიპა, ჭიჭინობელა | 0.3-0.5 | 600-800 | 7 (2) |
მსხალი | მსხლის ფსილა | 0.8-1 | 800-1000 | 7 (2) |
ხეხილი | წითელი ტკიპა, კუნელის ტკიპა | 0.4-0.5 | 800-1000 | 14 (2) |
ციტრუსი | ვერცხლისფერი ტკიპა, წითელბეწვიანი ტკიპა | 0.4-0.6 | 1000-15000 | 20 (2) |
ლობიო, სოია | ტკიპები | 0.25-0.37 | 300-400 | 10 (2) |
კიტრი, პომიდორი | ტკიპები | 0.25-0.375 | 300-400 | 10 (2) |