მოქმედი ნივთიერება: თიამეტოქსამი 250 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
მწარმოებელი : Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 4 გ
აქტარა - სისტემური ინსექტიციდია კონტაქტურ–ნაწლავური მოქმედებით. გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო კულტურების მავნებელთა ფართე სპექტრის წინააღმდეგ. აქტარას მოქმედი ნივთიერება მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდების ახალ კლასს და ახასიათებს სისტემური მოქმედება როგორც უშუალოდ მცენარეებზე შესხურების, ასევე ნიადაგში შეტანის და წვეთოვანი მორწყვის გზით. პრეპარატი ადვილად შეიწოვება როგორც ფოთლებიდან, ასევე ფესვებიდან და გადანაწილდება მთლიანად მცენარეში, ასევე მის ახალწარმოქმნილ ნაზარდებში, რომლებითაც მავნებელი იკვებება. სისტემური მოქმედების გამო აქტარა ეფექტურად აკონტროლებს ფარულად მცხოვრებ მწუწნ და ფოთლის ქვედა მხარეზე მცხოვრებ მწერებს, რომელთა წინააღმდეგ კონტაქტური პრეპარატები ნაკლებ ეფექტურია.
უპირატესობები:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ხორბალი | მავნე კუსებურა, პურის ბზუალა |
0.08–0.1 |
150–250 | 30 (1) |
0.12–0.13 | ||||
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო | 0.06 | 200–400 | 20 (1–2) |
ბარდა, ლობიო | მემარცვლიები, ბარდას ნაყოფჭამია, ბუგრები | 0.1 | 300–400 | 15 (1) |
კიტრი (დაცული გრუნტი) | ბუგრები | 0.1–0.6 | 0.1–0.6 | 3 (2–3) |
კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი (დაცული გრუნტი) | ბუგრები, ფრთათეთრა, თრიფსები | 0.4–0.8 | 500–1000 | 3 (2–3) |
ვარდი (დახურული და ღია გრუნტი) | ბუგრები, თრიფსები | 0.1–0.4 | 500–1000 | – (2) |
ქოთნის ყვავილები | ბუგრები, ფრთათეთრა | 0.1–0.5 | 500–1000 | – (2) |
ყვავილოვანი კულტურები | ბუგრები, ფრთათეთრა, თრიფსები, კოქციდები | 0.1–0.5 | 500–1000 | – (1) |
ხეხილი, ვაზი | მწუწნი და მღრღნელი მავნებლები | 0.12–0.14 | 800–1000 | 20 (1–2) |