მოქმედი ნივთიერება: მეზოტრიონი 75 გ/ლ + ნიკოსულფურონი 30 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: ზეთოვანი დისპერსია (ზდ)
მწარმოებელი : Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 5 ლ
ელუმისი არის ახალი უნიკალური ჰერბიციდი სისტემური მოქმედებით, ახასიათებს როგორც ნიადაგური ეფექტი ასევე აკონტროლებს ვეგეტაციაში მყოფ სარეველებს. შთაინთქმება სარეველების, ღეროსა და ფესვთა სისტემის მიერ, აჩერებს მცენარეთა ზრდა–განვითარებას. თვალსაჩინო სიმპტომები ქლოროზისა და ზრდის წერტილების შეჩერებისა გამოვლინდება შესხურებიდან 2–3 დღის შემდეგ, ხოლო სარეველები მთლიანად იღუპებიან 14–20 დღეში. ელუმისი დამზადებულია ორი მოქმედი ნივთიერების ბაზაზე და ახასიათებს ორმაგი ეფექტი:
ნიკოსულფურონი – შეიწოვება სარეველების ფოთლის ზედაპირიდან, გადაადგილდება მცენარეში, იწვევს სიკვდილიანობას და სწრაფად იშლება, ასევე სპობს მხოხავი ჭანგას ფესვთა სისტემას.
მეზოტრიონი – სარეველებში იჭრება ღეროდან, ფოთლებიდან და ფესვებიდან, ახასიათებს ნიადაგური ეფექტი.
უპირატესობები:
გამოყენების რეკომენდაცია:
ელუმისის გამოყენების შემდეგ არ შეიძლება ნიადაგის მოკირიანება და არ გამოიყენება ახლად მოკირიანებულ ნიადაგზე.
ელუმისის გამოყენების მომდევნო წელს იზღუდება ჭარხლისა და პარკოსნების დათესვა.
კულტურა | ობიექტი | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | გამოყენების მეთოდი, პერიოდი |
---|---|---|---|---|
სიმინდი | მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები | 1.25–1.5 | 250–300 | ნათესების შესხურება კულტურის 3–5 ფოთლსი ფაზაში |