ჩაწერეთ საძიებო ფრაზა

ტექსტის ველი ცარიელია

ჰერბიციდები

შვეიცარია

ლოგრანი წდგრ

მოქმედი ნივთიერება: ტრიასულფურონი 750 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
მწარმოებელი : Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 0.15 კგ

ლოგრანი - არის მაღალეფექტური სელექციური მოქმედების ჰერბიციდი, ფართეფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ თავთავიანი მარცვლოვანი კულტურებისათვის. მაღალეფექტურია ერთწლოვანი და რიგი მრავალწლოვანი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ, მათ შორის 2,4 დ–ს მიმართ გამძლე სარეველები.  პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არ ახდენს უარყოფით გავლენას ბარტყობაზე, ღეროს ზრდაზე, თავთავის სიგრძესა და მარცვლების წარმოქმნაზე. ლოგრანი არის სისტემური მოქმედების, იჭრება სარეველების ფოთლებიდან და ფესვთა სისტემიდან და აფერხებს უჯრედების დაყოფას.


უპირატესობები:

  • სელექციური მოქმედების უნარი
  • ხარჯვის დაბალი საჰექტრო ნორმა
  • ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება – 8 კვირა
  • მედეგია ნალექების მიმართ, შესხურებიდან 1.5 სთ–ის შემდეგ არ ირეცხება წვიმით
  • კომბინირედება უმეტეს ინსექტიციდებთან და ფუნგიციდებთან   

სარეველების სპექტრი:


ჯიჯილაყა, მარმუჭი, წიწმატურა, თავცეცხლა, ღორის ქადა, სასტვენა, კესანე, დანდური, ბოლოკა, მინდვრის მდოგვი, ჟუნჟრუკი, ქუთქუთა, გვირილა, გონგოლა, კატაბალახა, მზესუმზირა (ნაგერალა), ნაცარქათამა, ღიღილო, მატიტელა, ხარისშუბლა, ყაყაჩო, სპერგულა, ყანის ია, ამბროზია, ფუჩფუჩა, ძაღლის ქინძი, თათაბო, სამყურა, ღიჭა, ხოვერა, ჭინჭრის დედა, ბებრისკონა, ბალბა, დედოფლისთითა, რძიანა, შავთარა და სხვ.

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა გამოყენების მეთოდი, პერიოდი ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა)
ხორბალი, ქერი, ჭვავი. შვრია ფართეფოთლიანი სარეველები 0.01–0.012 შესხურება გაზაფხულზე ბარტყობის დაწყებიდან აღერებამდე, სარეველების ადრეული განვითარების სტადიაში (1)

 

მსგავსი პროდუქცია

ბალან სუპერი

თურქეთი

გალაქსი 240 ეკ

თურქეთი

ბასულტრა 200 წხ

თურქეთი

შოკი წხ

ჩინეთი

ფლუზიტოპი ეკ

ჩინეთი

ნიკოფურონი სკ

ჩინეთი

ტოპკაპი 240 ეკ

თურქეთი

ტოქტა სუპერი ეკ

თურქეთი

სპონსორი 330 ეკ

თურქეთი

ნოკდაუნი წხკ

თურქეთი

კორვეტი სე

თურქეთი

ურაგან ფორტე

შვეიცარია