ჩაწერეთ საძიებო ფრაზა

ტექსტის ველი ცარიელია

ჰერბიციდები

ჩინეთი

ნიკოფურონი სკ

მოქმედი ნივთიერება: ნიკოსულფურონი 40გ/ლ
პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი: ნინგბო სუნჯოი აგროსაიენს კო. ლტდ., ჩინეთი
შეფუთვა: 0.5; 1 ლ
 

სიმინდის აღმოცენების შემდგომ გამოსაყენებელი, ახალი სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, აბეზარი სარეველების წინააღმდეგ


მოქმედების სპექტრი:


სპობს ერთწლოვან და მრავაწლოვან მარცვლოვან სარეველებს, როგორებიცაა შალაფა, ჭანგა, საგველა, შვრიუკა, ბურჩხა, მინდვრის მელაკუდა, მწვანე და ყვითელი ძურწა, ერთწლიანი თივაქასრა, აგრეთვე ზოგიერთ ერთწლოვან ორლებნიან სარეველებს, ნაცარქათამას, მინდვრის მდოგვს, ჯიჯილაყას და სხვა.


პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიმინდის ნათესებში უმეტესი მარცვლოვანი სარეველების აღმოცენების შემდეგ, კულტურის 3–6 ფოთლის ფაზაში (ერთწლოვანი მარცვლოვანი სარეველების 2–6 ფოთლის და მრავალწლოვანი მარცვლოვანი სარეველების 10–15 სმ. სიმაღლის ფაზაში).


პრეპარატის კომბინირება დასაშვებია 2,4დ–ს წარმოებულ ჰერბიციდებთან, რაც საშუალებას იძლევა ნათესები სრულად განთავისუფლდეს ყველანაირი სარეველებისგან
 

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა ლ/ჰა წყლის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა გამოყენების მეთოდი,  პერიოდი
სიმინდი ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მარცვლოვანი და ზოგიერთი ერთწლოვანი ორლებნიანი სარეველები 1-1.25 250-300 შესხურება ნათესის 3-5 ფოთლის ფაზაში

მსგავსი პროდუქცია

ბალან სუპერი

თურქეთი

გალაქსი 240 ეკ

თურქეთი

ბასულტრა 200 წხ

თურქეთი

შოკი წხ

ჩინეთი

ფლუზიტოპი ეკ

ჩინეთი

ტოპკაპი 240 ეკ

თურქეთი

ტოქტა სუპერი ეკ

თურქეთი

სპონსორი 330 ეკ

თურქეთი

ნოკდაუნი წხკ

თურქეთი

კორვეტი სე

თურქეთი

ლოგრანი წდგრ

შვეიცარია

ურაგან ფორტე

შვეიცარია