პრეპარატული ფორმა: გრანული
მწარმოებელი: შპს რუსთავის აზოტი
შეფუთვა: 50 კგ
შემადგენლობა: N-არანაკლებ 34,4%
ამონიუმის გვარჯილა უნივერსალური, მაღალკონცენტრირებული აზოტოვანი სასუქია. აქვს ნეიტრალური ან სუსტი მჟავე რეაქცია.
სასუქში ნიტრატული და ამიაკური აზოტი თანაბრადაა (50–50%) წარმოდგენილი. მცენარე მისი განვითარების პირველ ფაზაში, უფრო მეტი რაოდენობით შეითვისებს ამონიუმს, შემდეგ ფაზაში კი უფრო მეტად ითვისებს ნიტრატს. აზოტიან სასუქებს შორის ამონიუმის გვარჯილა ყველაზე კარგ სასუქად ითვლება და უფრო ფართოდ გამოიყენება დამატებით გამოკვებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში
კულტურები | სუფთა აზოტის ხარჯვა კგ/ჰა–ზე | აზოტი–34.4% ხარჯვა კგ/ ჰა–ზე |
---|---|---|
საშემოდგომო ხორბალი (სარწყავი) | 103 | 300 |
საშემოდგომო ხორბალი (ურწყავი) | 95 | 270 |
საგაზაფხულო ხორბალი, ქერი, ჭვავი (სარწყავი) | 60 | 170 |
სიმინდი (სარწყავი) | 125 | 350 |
სიმინდი (ურწყავი) | 103 | 300 |
კარტოფილი | 110 | 320 |
ბოსტნეული | 100 | 290 |
ხეხილი | 90 | 260 |
ვენახი | 98 | 280 |
ციტრუსი | 216 | 630 |
ჩაი | 309 | 900 |