სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ქონა. ჩვენ გთავაზობთ კვალიფიციურ აგრონომებთან კონსულტაციას, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და აგრარულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ თემებზე:
- ნიადაგის ნაყოფიერების შეფასება და მართვა
- ნიადაგის წყლის რეჟიმის მართვა
- სათესლე მასალის და ნერგების შერჩევა
- მცენარეთა დაცვის მეთოდების შერჩევა
- სასოფლო–სამურნეო კულტურების დაცვის სქემების მომზადება
- მავნებელ–დაავადებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
- მოსავლის აღების დაგეგმვა
კონსულტაცია აგრონომთან შეიძლება მოიცავდეს:
- აგრონომთან სატელეფონო გასაუბრებას
- აგრონომის ვიზიტს ფერმერის მეურნეობაში