2019 წლის 11 თებერვალს ზუგდიდში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) III კონფერენცია გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორიც კომპანია ბორნ სოფქიმია • Born Agrochemistry გახლდათ.
კონფერენციაზე თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, ფერერო/აგრიჯორჯიას (Ferrero/AgriGeorgia) წარმომადგენლები, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების ოფისის ხელმძღვანელი ვერონიკა ლი, 400 ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტიორები, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მიიღოს უახლესი ტექნიკური ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებლებ-დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები და სხვ. კონფერენციაზე გაიმართა პანელური დისკუსია ორ ძირითად თემაზე: