ჩაწერეთ საძიებო ფრაზა

  • პროდუქცია
  • აქტივობები
  • ბლოგი
ტექსტის ველი ცარიელია
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) III კონფერენცია
ღონისძიება

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) III კონფერენცია

2019 წლის 11 თებერვალს ზუგდიდში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) III კონფერენცია გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორიც კომპანია ბორნ სოფქიმია • Born Agrochemistry გახლდათ.

 

კონფერენციაზე თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

 

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, ფერერო/აგრიჯორჯიას (Ferrero/AgriGeorgia) წარმომადგენლები, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) – ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების ოფისის ხელმძღვანელი ვერონიკა ლი, 400 ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტიორები, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მიიღოს უახლესი ტექნიკური ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებლებ-დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები და სხვ. კონფერენციაზე გაიმართა პანელური დისკუსია ორ ძირითად თემაზე:

  • „თხილის მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის ეფექტიანი ღონისძიებები“ - თემის აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე ასოციაციის წევრი ფერმერები. მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ქმედებების სინქრონიზაციის შესაძლებლობების დადგენა.
  • „თხილის სექტორის ხელშემწყობი ფინანსური და სადაზღვევო პროდუქტები“ - დისკუსიის მიზანი იყო თხილის მწარმოებელი ფერმერების ფართო ფენებისთვის აღნიშნული პროდუქტების გაცნობა. მათ წარადგინეს საქართველოს სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ და კერძო საფინანსო-საკრედიტო და სადაზღვევო კომპანიები