მოქმედი ნივთიერება: ნიკოსულფურონი 40გ/ლ
პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი: ნინგბო სუნჯოი აგროსაიენს კო. ლტდ., ჩინეთი
შეფუთვა: 0.5; 1 ლ
სიმინდის აღმოცენების შემდგომ გამოსაყენებელი, ახალი სისტემური მოქმედების ჰერბიციდი, აბეზარი სარეველების წინააღმდეგ
მოქმედების სპექტრი:
სპობს ერთწლოვან და მრავაწლოვან მარცვლოვან სარეველებს, როგორებიცაა შალაფა, ჭანგა, საგველა, შვრიუკა, ბურჩხა, მინდვრის მელაკუდა, მწვანე და ყვითელი ძურწა, ერთწლიანი თივაქასრა, აგრეთვე ზოგიერთ ერთწლოვან ორლებნიან სარეველებს, ნაცარქათამას, მინდვრის მდოგვს, ჯიჯილაყას და სხვა.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიმინდის ნათესებში უმეტესი მარცვლოვანი სარეველების აღმოცენების შემდეგ, კულტურის 3–6 ფოთლის ფაზაში (ერთწლოვანი მარცვლოვანი სარეველების 2–6 ფოთლის და მრავალწლოვანი მარცვლოვანი სარეველების 10–15 სმ. სიმაღლის ფაზაში).
პრეპარატის კომბინირება დასაშვებია 2,4დ–ს წარმოებულ ჰერბიციდებთან, რაც საშუალებას იძლევა ნათესები სრულად განთავისუფლდეს ყველანაირი სარეველებისგან