Type a search phrase

input field is empty
მევენახეობა

როგორ მოუაროთ სეტყვით დაზიანებულ ბაღ-ვენახებს

 

სეტყვა საქართველოში ხშირი მოვლენაა, რამაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ბაღ-ვენახებს. სეტყვისგან გამოწვეული ზარალის საკომპენსაციოთ მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული. ძლიერ სეტყვას შეუძლია გააფუჭოს მთელი მოსავალი, მოსპოს ფოთლები და ამით მნიშვნელოვნად შეამციროს მოსავლის რაოდენობა. 

 ,, ბორნის’’ სპეციალისტები გირჩევენ. სეტყვისგან დაზიანებული მცენარეს მოვაცილოთ დაზიანებული ფოთლები და რქები ვაზის შემთხვევში. შეწამვლა უნდა მოხდეს სპილენძის შემცველი პრეპარატებით: იტალიური წარმოების „მანიკას“ ფირმის 1,5-2%იანი ბორდოს ხსნარით; ასევე იტალიური „მანიკას“ ფირმის ოქსიქლორით(სპილენძის ქლორჟანგი 500გ/კგ), რომლის საჰექტრო ნორმაა 4-5 კგ ან ბორდოფლოთი, რომლის 1-1,2 ლიტრი 100 ლ წყალში იხსნება.

სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენება დასეტყვიდან სასწრაფოდ, მაქსიმალურად მცირე დროში უნდა მოხდეს. მცენარის  დაზიანებული ლოკაციები საგულდაგულოდ  აღნიშნული ხსნარებით უნდა დამუშავდეს, ვინაიდან  არ მოხდეს სხვადასხვა მავნებელი სოკოებისა თუ ბაქტერიოზების გამომწვევი პათოგენების შეჭრა და გამრავლება.

ეს არის ის დაუყოვნებელი და გადაუდებელი მისაღები ღონისძიება, რომელიც უმთავრესია სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

ხოლო,  რაც შეეხება სეტყვის შედეგად გამოწვეული ძლიერი სტრესის შემცირება-დაძლევის პრობლემას, ზემოთხსენებულ სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენებიდან 3-4 დღის შემდეგ, მიზანშეწონილია, მაღალეფექტური ანტისტრესული ბიოსტიმულატორების გამოყენება, რომელთა რიგში პირველი ადგილი უკავია შვეიცარიული „სინგენტას“ პრეპარატს იზაბიონს,  დოზით 3-4 ლ/ჰა.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, შეწამლეთ დაზიანებული ბაღ-ვენახები სპილენძის შემცველი  პრეპარატებით და გადაარჩინეთ ისინი.

 დამატებითი ინფორმაციისთვის
 მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომრებზე:
 598004561 / 579700007
 info@bornagro.ge

 

სეტყვა საქართველოში ხშირი მოვლენაა, რამაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ბაღ-ვენახებს. სეტყვისგან გამოწვეული ზარალის საკომპენსაციოთ მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული. ძლიერ სეტყვას შეუძლია გააფუჭოს მთელი მოსავალი, მოსპოს ფოთლები და ამით მნიშვნელოვნად შეამციროს მოსავლის რაოდენობა. ,, ბორნის’’ სპეციალისტები გირჩევენ. სეტყვისგან დაზიანებული მცენარეს მოვაცილოთ დაზიანებული ფოთლები და რქები ვაზის შემთხვევში. შეწამვლა უნდა მოხდეს სპილენძის შემცველი პრეპარატებით: იტალიური წარმოების „მანიკას“ ფირმის 1,5-2%იანი ბორდოს ხსნარით; ასევე იტალიური „მანიკას“ ფირმის ოქსიქლორით(სპილენძის ქლორჟანგი 500გ/კგ), რომლის საჰექტრო ნორმაა 4-5 კგ ან ბორდოფლოთი, რომლის 1-1,2 ლიტრი 100 ლ წყალში იხსნება. სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენება დასეტყვიდან სასწრაფოდ, მაქსიმალურად მცირე დროში უნდა მოხდეს. მცენარის დაზიანებული ლოკაციები საგულდაგულოდ აღნიშნული ხსნარებით უნდა დამუშავდეს, ვინაიდან არ მოხდეს სხვადასხვა მავნებელი სოკოებისა თუ ბაქტერიოზების გამომწვევი პათოგენების შეჭრა და გამრავლება. ეს არის ის დაუყოვნებელი და გადაუდებელი მისაღები ღონისძიება, რომელიც უმთავრესია სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ხოლო, რაც შეეხება სეტყვის შედეგად გამოწვეული ძლიერი სტრესის შემცირება-დაძლევის პრობლემას, ზემოთხსენებულ სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენებიდან 3-4 დღის შემდეგ, მიზანშეწონილია, მაღალეფექტური ანტისტრესული ბიოსტიმულატორების გამოყენება, რომელთა რიგში პირველი ადგილი უკავია შვეიცარიული „სინგენტას“ პრეპარატს იზაბიონს, დოზით 3-4 ლ/ჰა. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, შეწამლეთ დაზიანებული ბაღ-ვენახები სპილენძის შემცველი პრეპარატებით და გადაარჩინეთ ისინი. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომრებზე: 598004561 / 579700007 info@bornagro.ge #რჩევა #ბორნსოფქიმია #აგრორჩევები #ხარისხი_მეტი_წარმატებისთვის!