მოქმედი ნივთიერება: ციპროდინილი 750 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
მწარმოებელი : Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 1 კგ
ხორუსი წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს ვაშლის ქეცისა და კენკროვანი კულტურების დაავადებების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ეფექტურია დაბალი ტემპერატურის დროს. ინჰიბირებას უკეთებს ამინომჟავების სინთეზს, აბრკოლებს სოკოს მიცელიუმის შეღწევას მცენარეულ ქსოვილში.
ხორუსი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ციპროდინილს, რომელიც რეკომენდებულია ხეხილის ქეცის წინააღმდეგ სეზონის დასაწყისში. მისი უნიკალური მოქმედების მექანიზმის გამო ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება გამორიცხულია. სისტემური, დამცავი და სამკურნალო თვისებების გამო იგი ცენტრალური რგოლია ხეხილის ქეცის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად. მოქმედი ნივთიერება და პრეპარატული ფორმა უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოს მიმართ.
უპირატესობები:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაშლი, მსხალი | ქეცი | 0.2 | 800-1000 | 28 (3-4) |
ბალი, ალუბალი, ატამი, ქლიავი | მონოლიოზი, კლასტეროსპორიოზი, კოკომიკოზი | 0.2 | 800-1000 | 28 (3-4) |
ვაზი | ნაცრისფერი სიდამპლე, ჭრაქი, ნაცარი | 0.5-0.7 | 600-800 | 20 (2-3) |