მოქმედი ნივთიერება: ციპროდინილი 375 გ/კგ + ფლუდიოქსონილი 250 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: წყალში დისპერსირებადი გრანულები (წდგრ)
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 1 კგ
სვიჩი 62,5 წდგრ არის კონტაქტურ-სისტემური მოქმედების ინოვაციური ფუნგიციდი, რომელიც შედგება ორი მოქმედი ნივთიერებისგან. განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად დაავადებათა კომპლექსისაგან. იგი აღიარებულია ნაცრისფერი სიდამპლის საწინააღმდეგოდ, როგორც ევროპული სტანდარტი
სვიჩი 62,5 წდგრ -ში არის სხვადასხვა ქიმიური კლასის ორი ნივთიერების უნიკალური კომბინაცია, რაც განაპირობებს მოქმედების ფართე სპექტრს. პრეპარატი მოქმედებს ნაცრისფერი სიდამპლის და მეორადი სიდამპლის გამომწვევ ყველა პათოგენზე. მოქმედი ნივთიერებების მწყობრი ანტირეზისტენტული პროგრამა გავლენას ახდენს სოკოს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
გამოყენების რეკომენდაციები:
სვიჩი ვაზის კულტურაში სეზონზე გამოიყენება 1-3 ჯერ დაავადების განვითარების კრიტიკულ ფაზებში
1) ყვავილობა 2) მტევნის შეკვრა 3) შეთვალებისას
ყვავილობაში რეკომენდირებული ხარჯვის ნორმაა 0.8 კგ/ჰა
უპირატესობები:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეები (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაზი | ნაცრისფერი სიდამპლე, სიდამპლეების კომპლექსი | 0.8-1.0 | 600-800 | 14 (3) |
კურკოვნები, ატამი, ქლიავი, ბალი, გარგარი | მონილიოზი და ნაყოფების სიდამპლეები | 1.0 | 800-1000 | 15 (2) |
ვაშლი, კომში, მსხალი | ნაყოფების სიდამპლეები | 1.0 | 800-1000 | 15 (2) |
კიტრი, პომიდორი (ღია გრუნტი) | ნაცრისფერი სიდამპლე, სიდამპლეები | 0.8-1.0 | 500-800 | 15 (2) |
კიტრი, პომიდორი (დახურული გრუნტი) | ნაყოფის სიდამპლეები, ასკოხიტოზი | 0.8-1.0 | 500-800 | 10 (3) |
მარწყვი | ნაცრისფერი სიდამპლე, ანთრაქნოზი | 0.8-1.0 | 300-500 | 7 (2-3) |