მოქმედი ნივთიერება: დიფენოკონაზოლი 60 გ/ლ + ციფლუფენამიდი 30 გ/ლ
პრეპარატული ფორმა: სუსპენზიური კონცენტრატი (სკ)
მწარმოებელი : Syngenta Crop Protection AG
შეფუთვა: 1 ლ
დინალი 90 სკ – არის სისტემური ფუნგიციდი ხანგრძლივი პროფილაქტიკური და კარგად გამოხატული სამკურნალო თვისებებით ვაზის და სხვა სასოფლო–სამეურნეო კულტურების დაავადებების ფართე სპექტრის წინააღმდეგ. დიფენოკონაზოლი იჭრება მჩენარეში და მოქმედებს სოკოვანი დაავადებების გამომწვევზე. დინალი აჩერებს სოკოს განვითარებას, ხელს უშლის სტეროლის ბიოსინთეზს უჯრედულ მემბრანებში.
დინალი 90 სკ ძალზე ეფექტური ფუნგიციდია ვაზის და ხეხილის ნაცროვანი დაავადებების წინააღმდეგ. სისტემური მოქმედების უნარით, ანადგურებს დაავადებების გამომწვევს მცენარის ქსოვილში შეჭრის შედეგად. მოქმედი ნივთიერებების უმეტესი ნაწილი შთაინთქმება მცენარის საამილაციო ნაწილებიდან 2 სთ–ის განმავლობაში, ამ მომენტიდან იწყება პრეპარატის ზემოქმედება პათოგენზე.
უპირატესობები:
- უდეალური პარტნიორია კომპლექსური დაცვის სისტემაში
- შესხურებიდან 2 სთ–ის შემდეგ მოსული ნალექები ვერ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე
- მისი გამოყენება ეკოლოგიურად გამართლებულია, რაც მისაღებია ინტეგრირებულ დაცვის სისტემაში, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი
- შესაძლებელია მისი კომბინირება უმეტეს ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან