ფოთლოვანი კვების სასუქები

შვეიცარია

ტერასორბი

ტერრა სორბ კომპლექსი -  ამინომჟვები მცენარეთა სტრესის წინააღმდეგ

ტერრა სორბ კომპლექსი  გამოიყენება  ფოთლოვანი გამოკვების დროს კომპლექსურად, სხვა თავსებად მკვებავებთან ერთად, ასევე ნერგების დასალბობად (ბლექ ჯეკთან ერთად) დარგვამდე, მარცვლოვანი და სხვა სათესლე მასალის დასამუშავებლად.
 

• ამინომჟავები პირდაპირ არიან ჩართული მტვრიანას განვითარების პროცესებში,თუ ამ        მომენტისათვის დგება სტრესული პირობები, მცენარეები იყენებენ ამინომჟავებს არა გენერაციულ პროცესებში, არამედ გადარჩენისათვის. ტერრა-სორბი იძლევა ამინომჟავების დეფიციტის კონპენსირების საშუალებას ყვავილებში  არახელსაყრელ პირობებში - როგორც ხეხილოვან-კენკროვანი,ისე მინდვრის კულტურებისათვის. ამის შედეგად  მაღლდება დამტვერიანება;

• ტერრა-სორბი შეიცავს ამინომჟავებს,რომლებიც ფესვთა სისტემის განვითარებას და          განსაკუთრებით  ფესვის ბუსუსების წარმოქმნას უზრუნველყოფს, სწორედ რომ ფესვის ბუსუსებია პასუხისმგებელი 90% -ით და მეტად ყველა საკვები  ნივთიერების შთანთქმაში. ამრიგად, უზრუნველყოფილი ხდება არა მხოლოდ უკეთესი კვება, არამედ უფრო რაციონალური ხდება შეტანილი სასუქების სრული გამოყენება;

• ამინომჟავების შეტანა მცენარის „ინიციალურ“ – აქტიურ  ფაზაში, ხელს უწყობს მათ   გადალახონ  ეს ფაზა უფრო ადვილად,რაც დადებითად აისახება მოსავლის მატებაში;

• ტერრა-სორბის შემთხვევაში მცენარეები გაცილებით უკეთ ითვისებენ პრეპარატებს, სასუქებსა და ზრდის რეგულატორებს ავზის – საერთო  ნაზავებიდან.ამიტომაც უმჯობესდება მათი ათვისება და ეფექტურობა.