ნიადაგში შესატანი სასუქები |
იტალია
|
|
NPK 15-15-15პრეპარატული ფორმა: გრანული NPK 15-15-15 ეს არის გრანულირებული, უნივერსალური, ადვილად გასაფანტი სასუქი. იგი არ იბელტება, წყალში კარგად იხსნება, გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგებში. როგორც ძირითადი გამოკვების სახით თესვის წინ, აგრეთვე დამატებით გამოკვებაში.
მძიმე თიხიან ნიადაგებში ნიტროამოფოსკა უმჯობესია შევიდეს ნიადაგში მზრალად ხვნის წინ, ხოლო მსუბუქ ნიადაგებში ( რომ არ მოხდეს აზოტის ჩარეცხვა ნიადაგის ღრმა ფენაში) უნდა მოხდეს შეტანა გაზაფხულზე. აღნიშნული სასუქი ურო მტად ეფექტურია შავმიწა და წაბლისფერი ნიადაგებისთვის.
NPK 15-15-15 თავისი რთული შემადგენლობის წყალობით, მარტივ სასუქებისგან განსხვავებით, უფრო იაფი ჯდება. სასუქი უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას, მოსავლის ხარისხს და მის კვებით ღირებულებას. ზრდის მცენარის ყინვა და გვალვა გამძლეობას, მედეგია დაავადებების მიმართ
|