მევენახეობა

ვაზის საკვები ელემენტები

“ბორნ სოფქიმია გირჩევთ”

 

ვაზის კულტურა საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. ვაზიდან მიღებული პროდუქცია მრავალი დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ: ყურძნად, ღვინოდ, ბადაგად, ქიშმიშად და სხვა. ყურძენს სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ.

ნებისმიერი კულტურის განოყიერება გულისხმობს მისი კვების პირობების გაუმჯობესებას. მცენარის კვებაში იგულისხმება მასზე საკვები ელემენტების მიწოდება და შთანთქმა.


ვაზი ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კულტურა მოითხოვს საკვები ელემენტებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ელემენტებიც თუმცა გაცილებით ნაკები რაოდენობით სწირდება მცენარეს.

 

აზოტი - ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მცენარის კვებაში. აზოტი ხელს უწყობს მცენარის ვეგეტატიურ ზრდასა და მცენარის მიერ ფოსფორისა და კალიუმის შეთვისებას. აზოტის როგორც სიჭარბე ისე დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს მცენარის განვითარრებაზე.

 

ფოსფორი - ერთ-ერთ ძირითადი საკვები ნივთიერებაა, თუმცა ის შედარებით მცირე რაოდენობით შედის მცენარის უჯრედებში. ფოსფორი აუცილებელია ნახშირწყლებისა და ცილოვანი ნივთიერებების სინთეზისთვის. აუმჯობესებს ღვინის ხარისხს.

 

კალიუმი - დიდი რაოდენობით შედის მცენარის უჯრედებში, ამცირებს ტრანსპირაციას (აორთქლებას), ზრდის უჯრედის ტურგორს (წყლით გაჯერებას), აძლიერებს უჯრედის ასიმილაციურ მოქმედებას და აძლიერებს აზოტის მოქმედებას მცენარეული ციკლის წარმოქმნაში.

 

ისეთი ელემენტები როგორიცაა: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ბორი, მანგანუმი, რკინა და სხვ. მეტნაკლებად საჭირო რაოდენობითაა ნიადაგში, თუმცა მცენარის მოთხოვნილების შესაბამისად და ნაყოფის გამოტანის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მისი ყოველწლიური შევსება, მაკრო ელემენტებთან ერთად.

 

რეკომენდირებული სასუქის დოზები სუფთა ნივთიერების სახით:

  • აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ რეგიონებში: NPK – 90-90-70 კგ/ჰა
  • აღმოსავლეთ საქართველოს წყლით უზრუნველყოფილ რეგიონებში: NPK –120-120-70 კგ/ჰა
  • დასავლეთ საქართველოს რეგიონებში: NPK – 150-120-90 კგ/ჰა