“ბორნ სოფქიმია გირჩევთ”
ხორბალი უძველესი კულტურული მცენარეა, რომლის თესვა–მოყვანას ადამიანები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, ქვის ხანაშიც აწარმოებდნენ. საქართველო ითვლება ხორბლის, როგორც კულტურული მცენარის წარმოშობის ერთ–ერთ ცენტრად. ამას ადასტურებს ჩვენთან გავრცელებული ხორბლის ჯიშების მრავალფეროვნება და ის სამეურნეო იარაღები, რომლებიც შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიერ. ესენია: გუთანი, ფარცხი, კევრი, ფიწალი, საძნე, საბზე, ურმები და სხვ. აღნიშნული სამეურნეო იარაღები მზადდებოდა ადგილზე ადგილობრივი მასალით. საქართველოში განსაკუთრებული პროცესი იყო ხორბლის გამოლეწვა: კალოს მოწყობა, მასზე ძნის თუ ნამკალი მასის გაშლა და გამოლეწვა. საქართველოში წარმოიშვა ხორბლის ენდემური სახეობები: მახა, ზანდური, დიკა, კოლხური, წვრილმარცვალა, ასლი და სხვ. მსოფლიოში აღწერილია ხორბლის 20 მდე სახეობა აქედან 8 სახეობა წარმოიშვა სამხრეთ კავკასიაში და მათგან 5 საქართველოს ენდემია. სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია გარეული ფორმის ცილინდრული ხორბალი.
ხორბლის ნათესის მოვლა
ვეგეტაციის პერიოდში ხორბლის ნათესის მოვლა გულისხმობს სარეველების და მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებას.
ხორბლის კულტურაში გვხვდება რამდენიმე ძირითადი დაავადება: ხორბლის მყარი ანუ სველი გუდაფშუტა, ხორბლის მტვრიანი გუდაფშუტა, ხორბლის ღეროს გუდაფშუტა, ხორბლის ღეროს ჟანგა, ხორბლის მურა ჟანგა, ხორბლის ყვითელი ჟანგა, ხორბლის ნაცარი, ხორბლის სეპტორიოზი, ფუზარიოზი, ჰელმინთოსპორიოზი და სხვ.
ხორბლის გუდაფშუტების წინააღმდეგ აუცილებელია თესლის დამუშავება თესვის წინ ტებუკონაზოლის (კონილი 2 ფთშ, ტებიკური ფთშ 060, ფთშ) ბაზაზე დამზადებული პრეპარატებით, ვინაიდან თავიდან იქნას აცილებული გუდაფშუტების შემდგომი განვითარება. ვეგეტაციის პერიოდში გამოვლენილი გუდაფშუტების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია. ჟანგას, სეპტორიოზის, თავთავის ფუზარიოზისა და ჰელმინთოსპორიოზის წინააღმდეგ გამოიყენება ფუნგციციდები, წამლობის ჩატარება შეიძლება ბარტყობის ფაზიდან დათავთავების ფაზამდე. დაავადებების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ტრიაზოლების ჯგუფის ფუნგიციდი ჰარბორი, შემდეგი დოზით: 0.4 ლ/ჰა.
მავნებლებიდან ხორბლის ნაკვეთებში გვხვდება: ამიერკავკასიის პურის ბზუალა, ჭია წურბელა, მავთულა და ცრუმავთულა ჭიები, ჰესენის და შვედური ბუზი, ბუგრები, მღრღნელი ხვატარები, პურის ბაღლინჯოები.
მავნებლების წინააღმდეგ საჭიროა ნაკვეთის შესწავლა შემოდგომა გაზაფხულის პერიოდში. შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ხდება პურის ბზუალას წინააღმდეგ ნაკვეთის დამუშავება პირეტროიდული და ფოსფორორგანული პრეპარატებით: ალპაკი, გრანდ დე, საფაგორი, კარატე ზეონი და სხვ.
ხორბლის ნათესებში გავრცელებული სარეველა ბალახების წინააღმდეგ აუცილებელია გამოვიყენოთ სელექციური მოქმედების ჰერბიციდები ნათესის ბარტყობიდან აღერების ფაზამდე.
მარცვლოვანი (წრვილფოთლიანი) სარეველების წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ჰერბიციდები: „აქსიალი“ და „ტოპკაპი“
ორლებნიანი (ფართეფოთლოვანი) სარეველების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ჰერბიციდებია: „ლოგრანი“, „კორვეტი“ და „ესტერონი“